სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ძველი თბილისი | აზარტული თამაშები და ტერმინოლოგია

ძველი თბილისი | აზარტული თამაშები და ტერმინოლოგია

ალბათ ბევრს გიოცნებიათ დროში მოგზაურობაზე. გდომებიათ, ერთი დღით მაინც გენახათ, როგორ ცხოვრობდნენ უწინ. ამ სტატიაში მოგიყვებით ძველი თბილისის აზარტულ თამაშებზე და გასწავლით იმ დროინდელ ტერმინოლოგიას.


 

განჯაფა - სპარსეთიდან შემოტანილი ბანქოს მსგავსი თამაშია. ძვლის ფირფიტებიანი სათამაშო ქაღალდი. ალ. ორბელიანის სიტყვით “პირველსავე რუსობის დროს საქართველოში განჯაფის თამაშობა გადავარდა და იმის მაგივრად ქაღალდის თამაშობა შემოვიდა“. “ცისკარში“ ვკითხულობთ: “საქართველოში ვიდრე მეფობამდე ირაკლი მეორისა, ნაცვლად სათამაშო ქაღალდებისა, უხმარიათ მათივე მსგავსი ძვლის ფირფიტები, რომელნიცა მხატვრობითა თვისითა წარმოუდგენენ მოთამაშეთა სხვადასხვა მნიშვნელობითა და რომელსაცა ჰსწოდებია “განჯაფა“. ხალხური ლექსი ამბობს: “ნარდი ბედია, ჭადრაკი ჭკუა, ბანქო ცუდია, განჯაფა სტყუა“.


 

ტერმინოლოგია


 

ვარი გავარტყი - ყომარბაზობის დროს ოინის მოხდენა, სიყალბე.

 

თაგვიფიშიგი - “თაგვ-ფისობა“ უნდა იყოს; ძველად ჭადრაკის მზგავსი თამაშობა იყო.

 

თაფი - სათამაშო ვეგის (ცხვრის კოჭის) ზურგი. ამ კოჭს ოთხი მხარე აქვს: ალჩუ, თოხანი, ჭიკი, თაფი.

 

იარალაში - ბანქოობა ერთგვარი. რუსეთში სოვრემენიკის დამატებად 1854 წელს გამოვიდა ჟურნ. “Литературняыи Ералаш“.

 

კიკო - სათამაშო ქაღალდის სახელია, ერთი ნიშანი რომ უზის, ამ ნიშანს ტუზსაც უწოდებენ. “კიკოსავით დარჩენილხარ“, ე.ი. მარტო დარჩენილხარ.

 

ნიშანბაზი - ნიშანში მსროლელი ანუ ჩუბინი. ეს სიტყვა, ასევე, შეიძლება ვიხმაროთ შულერის სინონიმად.

 

სათამაშო ბანქოები - Черва - თხილი, ლობიო, გული, ქუფა. Бубна - აგური, წკენტი (გურული), თავანი. Пика - ყვავი, მაჩა. Трефа - ჯვარი.

 

სამორინე - ქაღალდის სათამაშო სახლი; საყომარბაზო ადგილი; კაზინო.

 

ფათა - იხმარება ორნაირად: 1. ბანქოს თამაშობის დროს, თუ ორივეს რიცხვით თანასწორი ბანქო აქვს, ამბობენ “ფათაო!“. 2. თუ შეუფერებელი ადამიანი შეფერებულ ადამიანთან არის, იტყვიან: “ვაჰ, რა ფათააო, ვითომ რა შესაფერნი და ტოლნი არიანო“, - დაცინვით, რასაკვირველია.

 

ყვავის კიკო - ყვავის ტუზი.

 

ყოზი - ბანქოს ერთგვარი თამაშობაა, რომელშიც შემდეგი მასტებია: “მასულია“, “იჩარი“, “ოინჯი“ და სხვა.

 

ყომარბაზი - ყომრის აზარტული მოთამაშე, მებანქოვე. ბაზი - მქნელი (აქედან ჯამბაზი, ქანდირბაზი).

 

ყომარი / ყუმარი - ოთხი კოჭით ბანქოს აზარტული თამაში (ცხვრის ფეხის კოჭი).

 

ჩური - კოჭის თამაშობის დროს, ვინც ყველაფერს წააგებს, იმას ასესხებენ ხოლმე ერთი-ორ კოჭს, რომ ითამაშოს და გული არ დასწყდეს - ამ სესხს ჰქვიან ჩური.


 

წყარო: იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ